მემკვიდრეობის საბჭომ პრინცი ნაეფ ბინ აბ¬დუ¬ლა¬ზი¬ზი საუდის არაბეთის მეფე აბდულას ტახტის მემკვიდრედ დაასახელა. იგი 1975 წლიდან სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი გახლავთ. ახლა კი ამ პოსტს პრემიერ-მინისტრის მოდგილის პოსტიც მიემატება. ნაეფი ყოფილი სამეფო პრინცის, სულ¬ტან ბინ აბ¬დუ¬ლა¬ზიზ ალ სა¬უ¬დის ძმაა. იგი გასულ კვირას გარდაიცვლა, რის გამოც პრინცის ტიტული ნაეფს გადაეცა. როგორც ცნობილია, საუდის არაბეთში მემკვიდრეობა მეფე აბდულაზიზის (1902-1953) შვილებზე გადადის. სწორედ მან შექმნა თანამედროვე საუდის სამეფო. ნაეფი სულტანის მსგავსად რეფორმების გატარებას ნაკლებად ემხრობა. გასათვალისწინებელია, რომ 87 წლის მეფე აბდულა ჯანმრთელობას უჩივის. ლიდერმა უკვე მესამე ოპერაცია გაიკეთა და შესაძლოა ერთ წელზე მეტი ვერ იცოცხლოს.
საუდის არაბეთმა პრინცი ნაეფი ტახტის მემკვიდრედ დაასახელა

tbl.ge/stq
დაკოპირდა




