საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იწყებს 2 დღიან ვიზიტს აზერბაიჯანში . ბაქოში ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს , ასევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. განიხილება ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები. ” საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ აზერბაიჯანთან ურთიერთობას, მით უფრო , რომ ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ ინტენსიური სტრატეგიული პარტნიორობა”- განაცხადა ამ დღეებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, ბაქოში გრიგოლ ვაშაძის ვიზიტთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანთან ურთიერთობები




