ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლისთვის ჩამორთმეული მინერალები ჯანმრთელობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს განმარტავს, რომ 22 ოქტომბერს, რუსეთის მოქალაქე ვალერი ლევინს, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, აღმოაჩნდა უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა. ლევინის განცხადებით, მოცემული მინერალები და ლიტერატურა „ოკულტური დანიშნულების იყო და მომავლის განჭვრეტისათვის გამოიყენებოდა“. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ჩამორთმეულ ნივთები ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდა.
უწყებამ საკუთარ ვებ-გვერდზე ლევინისთვის ჩამორთმეული მინერალებისა და ასტროლოგიური ლიტერატურის ფოტომასალა წარმოადგინა.
როგორც მანამე ივანიშვილის პრესსამსახური აცხადებდა, ვალერი ლევინი სამართალდამცავებმა დაკითხეს და გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. პრეს-სამსახურის ცნობით, ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელმა თბილისში ბიძინა ივანიშვილის რუსეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურისთვის საჭირო დოკუმენტები ჩამოიტანა. როგორც ლევინის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, გამოძიებას ეჭვი ჰქონდა, რომ ლევინისთვის ჩამორთმეული მინერალები რადიოაქტიური ნივთიერების შემცველი შეიძლება ყოფილიყო. ადვოკატის თქმით, მინერალები და ლიტერატურა ლევინმა ბიძინა ივანიშვილის 14 წლის შვილის ჩამოუტანა.