საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ფილიპ ლეფორი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდა. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის შემდეგ რაუნდს და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას . ფილიპ ლეფორმა აღნიშნა, რომ დეკემბერში , ჟენევის დისკუსიაზე სტაბილურობისა და დევნილთა საკითხებზე გამახვილდება ყურადღება.
მამამდე ფილიპ ლეფორი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითებში სახელწმიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს შეხვდა. როგორც ჟურნალისტებს გიორგი ბარამიძემ განუცხადა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში ევროკავშირის ჩართულობის კონკრეტულ მექანიზმებზე. "ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთზე პოლიტიკურ ზეწოლას, რათა მან პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და შეასრულოს საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. მანვე შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების მიერ არსებული ობიექტური რეალობის ადეკვატური შეფასების, ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის აღიარების აუცილებლობაზე.
ფრანგი დიპლომატი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიაში . ფილი ლეფორი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად 1 სექტემბერს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე პიტერ სემნები შეცვალა.
ფრანგი დიპლომატი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიაში . ფილი ლეფორი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად 1 სექტემბერს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე პიტერ სემნები შეცვალა.




