ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ვენაში, საქართველო-ავსტრიის სამთავრობათშორისო ეკონომიკური კომისიის ორდღიან სხდომაში მონაწილეობს. სხდომის ფარგლებში კომისია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე (ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა) იმსჯელებს. გარდა ამისა, 25 ოქტომბერს სხდომის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, ავსტრიის სავაჭრო პალატისა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, სადაც ფორუმის მონაწილეებს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს გააცნობენ. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ: რაკია საქართველო, დექსუსი, დიო Constructiongeo, ნუნისი, კახური ნობათი და ჯეო ნატურალი.
ავსტრიასთან ურთიერთობა




