აშშ-ის ყველა ჯარისკაცი წლის ბოლომდე ერაყიდან გავა, განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. დღეს ერაყში 39,000 ამერიკელი სამხედროა. პრეზიდენტმა განცხადება თეთრ სახლში, პრესკონფერენციაზე გააკეთა. რამდენიმე საათით ადრე მას ვიდეოკონფერენცია ჰქონდა ერაყის პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიქთან. ობამას განცხადებით, გადაწყვეტილება ერაყსა და აშშ-ს შორის სრული შეთანხმების შემდეგ იქნა მიღებული. პრეზიდენტმა თავის განცხადებაში ერაყის მთავრობასთან ძლიერ და გრძელვადიან პარტნიორობაზეც ისაუბრა.
აშშ-ის ჯარები ერაყში ცხრა წლის წინ, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს შევიდნენ. 2008 წელს ამერიკელ სამხედროთა რაოდენობა ერაყში 165, 000 იყო. ერაყში სამხედრო ოპერაციის დასრულება გასულ წელს იქნა გამოცხადებული, თუმცა ქვეყნიდან ჯარების გაყვანის დრო ობამას წინამორბედის, ჯორჯ ბუშის დროს იქნა განსაზღვრული. პენტაგონის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე ერაყში 4,408 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ერაყიდან ჯარების გაყვანის საკითხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა. ერაყის მთავრობა 5000 ამერიკელი ჯარისკაცის ქვეყანაში დატოვებას ითხოვდა. მათი მთავარი ფუნქცია ერაყელი სამხედროების გაწვრთნა უნდა ყოფილიყო. თუმცა ერაყის მთავრობა ამერიკელი ჯარსიკაცებისთვის იმუნიტეტის მოხსნას აპირებდა, რასაც პენტაგონი არ დათანხმდა.