ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტ, ვიქტორ იანუკოვიჩთან 20 ოქტომბრისთვის ბრიუსელში გასამართი შეხვედრა გადადეს. იანუკოვიჩი ევროკავშირის თავმჯდომარესა და ევროკომისიის პრეზიდენტს უნდა შეხვედროდა. ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესს უკავშირებს და აცხადებს, რომ პროცესი კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით უნდა წარიმართოს. ევროკომისიის სპიკერის განმარტებით, ევროპელები შეხვედრას მთლიანად არ აუქმებენ.
tbl.ge/15j1
დაკოპირდა




