ჩავესის ჯანმრთელობა

უგო ჩავესი სამედიცინო შემოწმებისთვის კუბაში ჩავიდა

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი  სამედიცინო გამოკვლევისთვის კუბაში ჩავიდა. იქ  ექიმებმა უნდა დაადგინონ,  რამდენად ეფექტური აღმოჩნდა  მისთვის  აქამდე ჩატარებული მკურნალობა. ვენესუელის პრეზიდენტი კიბოთი არის ავად.   მკურნალობა ჩავესს ჰავანაში  ზაფხულში  ჩაუტარდა.   კუბიდან ვენესუელაში დაბრუნებულმა    განაცხადა, რომ    ქიმიოთერაპიის შედეგად  განიკურნა. ექიმების მტკიცებით კი  მძიმე  დაავადებისგან სრულ განკურნებას რამდენიმე წელი ესაჭიროება. ამჯერად , კუბაში ჩასულ  ვენესუელის პრეზიდენტს ჰავანის აეროპორტში კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდნენ.  


კომენტარები