საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პირველი კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერების ფაქტზე. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეობის შეჩერებასთან დაკავშირებით ყველაფერი არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და გადაწყვეტილება მიღებულია იუსტიციის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე.
თავის მხრივ ივანიშვილი აპირებს სასამართლოს მიმართოს. მისი მხარე მოქალაქეობის შეჩერების შესახებ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებას უკანონოდ მიიჩნევს და მის ანულირებას მოითხოვს. ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილს 14 ოქტომბერს გადაეცა, პრეზიდენტმა კი მას ხელი 11 ოქტომბერს მოაწერა.
ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეჩერების პროცედურა დაიწყო მას შემდეგ, რაც მან თავის საჯარო მიმართვაში აღიარა, რომ 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეობის შესახებ ადგენს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.