გაერომ საერთაშორისო საზოგადოებას სირიის მოქალაქეების დასაცვისკენ მოუწოდა. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანონ - ნათქვამია ადამიანის უფლებათა დამცველმა ნავი პილეის განცხადებაში.
მარტში დაწყებულ დემონსტრაციებს 3,000 ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 187 ბავშვის. გაეროს წარმომადგენლის განცხადებით ბოლო 10 დღის განმავლობაში დაახლოებით ასი მოქალაქეა დაღუპული.
აგვისტოში გაეროს მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების მასალებში ნათქვამია, რომ სირიაში კაცობრიობის წინააღმდეგ მიმარული დანაშაულის ჩადენის ფაქტები ფიქსირდება. გასაიდუმლოებულია ამ დანაშაულებში ეჭვმიტანილი 50 პირის ვინაობა.
პილეი გაეროს უშიშროების საბჭოსგან აღნიშნული საქმეების საერთაშორისო სისხლის სასამართლოსთვის გადაცემას მოითხოვს.