რუსეთის პოლიტიკა მოლდავეთში

მოსკოვი დნესტრისპირეთში აღარ უჭერს მხარს იგორ სმირნოვს

 მოსკოვი მოუწოდებს  მოლდოვეთის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის,  ლიდერს   არ მიიღოს მონაწილეობა  11 დეკემბრის ე.წ.   საპრეზიდენტო არჩევნებში . ოფიციალური მოსკოვი იგორ   სმირნოვთან დაკავშირებით  საკუთარ  პოზიციას  დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მთავრობის  გადახალისების საჭიროებით ხსნის.  რუსულმა  მედიამ   გაავრცელა რუსეთის ადმინისტრაციის უფროსის სერგეი ნარიშკინის განცხადებას . იგი ამტკიცებს, რომ 70 წლის სმირნოვის დარჩენა  დნესტრიპირეთის მეთაურის პოსტზე    შეცდომა იქნება. ამავე დროს, ნარიშნიკმა   სეპარატისტი   ლიდერი  არასწორ მმართველობაში  დაადანაშაულა  და  თქვა , რომ მან  დნესტრისპირეთი უღარიბეს რეგიონად აქცია.. 

ამავე განცხადებაში, ნარიშკინმა    დნესტრისპირეთის  დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის, ანატოლი კამისნკის კანდინატურას დაუჭირა მხარი. 

კომენტარები