რუსეთის ფედერაციის სამედიცინო გამოსაფხიზლებელები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ, უზრუნველყოს იმ სამედიცინო ორგანიზაციების თანამშრომლების უსაფრთხოება, სადაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები მოდიან. კომენტარი ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნასვამი ადამიანები, რიგ შემთხვევებში, აგრესიასა და არაადექვატურ ქცევებს ავლენენ, წინააღმდეგობას უწევენ ექიმებს. ასევე, აღნიშნულია, რომ მედ-ორგანიზაციებმა მხოლოდ ის მოქალაქეები უნდა მიიღონ, რომლებსაც სიმთვარლის მძიმე ფორმა აქვთ - ”როგორც წესი, მსუბუქი ან საშუალო სიმთვარლის დროს, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა საჭირო არ არის - ისინი სამედიცინო ჩარევის გარეშე, რამდენიმე საათში თავისით ფხიზლდებიან” - ნათქვამია განცხადებაში.
შს მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრ გოროვოის თქმით, გამოსაფხიზლებლების უმრავლესობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიხურა, დარჩენილი 12-ის ლიკვიდირება კი ოქტომბრის ბოლომდე მოხდება.
გოროვოიმ გამოთქვა იმედი, რომ ჯანდაცვის ორგანოები და რეგიონალური მმართველობები გაუმკლავდებიან მათზე გადანაწილებულ ფუნქციას - დახმარება აღმოუჩინონ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს. ასევე, განმარტა, რომ ალკოჰოლის მსუბუქი ზემოქმედების ქვეშ მყოფებს, რომლებიც წესრიგს არღვევენ, შს განყოფილებებში გადაიყვანენ. ხოლო მათ, ვისაც საშუალო ან მძიმე თრობა აღენიშნებათ, საავადმყოფოებში მიიყვანენ.
რუსეთში ალკოჰოლის მაღალი მოხმარების პრობლემას ეხმაურება რუსეთის მთავარი სანიტარი, გენადი ონიშენკოც. როგორც ირკვევა, იგი რუსეთში მშრალი კანონის შემოღების წინააღმდეგი არ არის, თუმცა აცნობიერებს, რომ მსგავსი კანონის მიღება არარეალისტურია.
ონიშენკო მიიჩნევს, რომ ერთი ბოთლი მაგარი ალკოჰოლური სასმელი რუსეთში 100 დოლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს. ამჟამად ერთი ბოთლი არყის ფასი საშუალოდ 95 რუბლია. ”რახან ფასი ხელმისაწვდომია, ის ხელმისაწვდომია ბავშვებისა და მოზარდებისთვის” - ამბობს ონიშენკო.