ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ფლობს მტკიცებულებებს და აპირებს განაცხადოს , რომ ირანის ბირთული პროგრამა სამხედრო ხასიათს ატარებს. აღნიშნულის შესახებ Le Figaroწერს. მისი ინფორმაციით , ირანის ბირთულ პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო სააგენტო აქამდე თავშეკავებულ პოზიციას ინარჩუნებდა, მაგრამ ახლო მომავალში აპირებს გააკეთოს მკაცრი განცხადება , რომ ირანი ატომურ ბომბზე მუშაობს. ირანის ბირთულ პროგრამასთან დაკავშირებით სააგენტო ანგარიშს ვენაში , 17 ნოემბრის სხდომაზე წარმოადგენს. Le Figaro აღნიშნავს, რომ 2009 წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტიდან მოჰამედ ელ ბარადეის წასვლამ ხელ-ფეხი გაუხსნა სააგენტოში პროფესიონალების მისვლას. Le Figaro-ს სტატიის თანახმად ბარადეის მიმართ არსებობდა ეჭვი, რომ ის ცდილობდა ხელოვნურად შეემცირებინა ირანის ბირთული პროგრამის მასშტაბები სააგენტოს ანგარიშებში. ეგვიპტელი დიპლომატი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურიატი მოჰამედ ელ- ბარადეი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 12 წელი ედგა სათავეში.
tbl.ge/hly
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ISIS: ირანმა ისპაანის ატომური ობიექტის შესასვლელების მიწით დაფარვა ხელახლა დაიწყო
- ირანი ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან დადებულ შეთანხმებას აუქმებს
- აშშ-მ ირანული ნავთობის საექსპორტო ქსელის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა
- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანაში ურანს არცერთ ობიექტზე აღარ ამდიდრებენ
- ირანზე 10 წლის წინ ბირთვული შეთანხმებით მოხსნილი საერთაშორისო სანქციები დღეს აღდგება




