ეფლის პროდუქცია

ეფლმა შესაძლოა აიფედ მინი გამოუშვას

 გავრცელებული ხმების მიხედვით 2012 წლის პირველ  მეოთხედში ეფლი აიფედის „მინი“, დაბალბიუჯეტიან ვერსიას გამოუშვებს. აიფედ მინიმ ამაზონის მიერ ცოტა ხნის წინ დაანონსებული Kindle  Fire-ს უნდა გაუწიოს კონკურენცია. მიმომხილველების აზრით, მინი არ ნიშნავს მის ფიზიკურ ზომას. ტაბლეტური კომპიუტერის მინიმალური ზომა - 10 ინჩი - კომპანიის კორპორატიული პოლიტიკის ნაწილია.

ეფლის ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა სტივ ჯობსმა ჯერ კიდე გასული წლის ოქტომბერში ისაუბრა შვიდ ინჩიანი ტაბლეტების ნაკლოვანებებზე.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევები მომხმარებლებს შორის და დავასკვენით ,რომ ტაბლეტისთვის 10 ინჩიანი ეკრანი  მინიმალური ზომაა კომფორტულად მოხმარებისთვის“  განაცხადა მაშინ სტივ ჯობსმა

იმ შემთხვევაში თუ Kindle Fire გაამართლებს ექსპერტების აზრს და გაყიდვებით დაეწევა Ipad-ს, ეფლის მენეჯმენტი იძულებული გახდება ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდეციებს და შვიდ ინჩიანი ტაბლეტური კომპიუტერი გამოუშვას, რადგან kindle Fire ერთადერთი არ არის ვინც აიფედ ემუქრება. სამსუნგის, ბლექბერის, HTC-ს შვიდ ინჩიანი ტაბლეტები სტაბილურად იუმჯობესებენ გაყიდვების მაჩვენებელს.

აიფედ მინის ფასი 200 დოლარის ფარგლებში იქნება.

კომენტარები