ჩინეთმა და რუსეთმა ჩააგდეს გაეროს რეზოლუცია სირიის კრიზისის თაობაზე
აშშ-ს ელჩმა გაეროში სიუზან რაისმა აღმაშფოთებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია სირიაში კრიზის შესახებ. რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს 9 წევრმა, წინააღმდეგი იყო რუსეთი, მასთან ერთად ჩინეთი. ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა გაეროში გამოთქვეს მოსაზრება, რომ რეზოლუციის პროექტი სირიაში უცხოური სამხედრო ძალების ინტერვენციის ასაცილებლად საკმარის წინაპირობებს არ შეიცავდა. სიუზან რაისმა კი განაცხადა, რომ რეზოლუციის წინააღმდეგ გამოსვლა იყო იმ ქვეყნების იაფფასიანი ხრიკი , რომლებიც სირიელი ხალხის გვერდით დგომას რეჟიმისთვის იარაღის მიყიდვას ამჯობინებს.
გავრცელებული მოსაზრებებით რეზოლუციის ჩავარდნა დიდად დააზარალებს ევროპისა და ამერიკის მცდელობას მოაწესრიგონ ვითარება სირიაში.
მარტის შემდეგ, ქვეყანაში გამართული გამოსვლების აღკვეთას 2 700 ადამიანზე მეტი შეეწირა.