აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მიწვევით 6 ოქტომბერს მოსკოვს ეწვევა. ამის შესახებ ცნობას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს. ანქვაბმა სეპარატისტული ხელისუფლება რამდენიმე დღის წინ გადაიბარა. მის ე.წ. პრეზიდენტად კურთხევის ცერემონიალს სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო ესწრებოდა. სოხუმში მან განაცხადა , რომ მზადაა იყოს აფხაზების ინტერესების ლობისტი რუსეთის ფედერაციაში. მატვიენკომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე აღიარებისთვის.
tbl.ge/nww
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- მარიონეტული აფხაზეთის ყოფილი საგარეო მინისტრი პუტინის ადმინისტრაციაში დასაქმდა – РБК
- აფხაზეთი რუსული ელექტრონოერგიის მიღებას აჩერებს და ენგურჰესის გამომუშავებაზე გადადის
- ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს
- სროლა და დრონები სოხუმის მიმდებარედ? – რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში




