დაიკავე უოლ სთრითი

ნიუ იორკში 700-ამდე დემონსტრანტი დააკავეს

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ნიუ იორკის პოლიციამ მოძრაობა ”დაიკავე უოლ სტრიტის“ 700 -ამდე აქტივისტი დააკავა და დაკავებიდან  რამდენიმე საათში  გაანთავისუფლა. პოლიციელთა განცხადებით მათი ქმედება განაპირობა იმან, რომ დემონსტრანტებმა არასანქცირებული მსვლელობის დროს ბრუკლინის ხიდზე მოძრაობა გადაკეტეს..
”დაიკავე უოლ სტრიტის“ აქტივისტები შეერთებულ შტატებში 2 კვირაა მართავენ აქციებს უმუშევრობის მაღალი დონის და საბანკო პოლიტიკის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვუპირისპირდებით პოლიციას, ჩვენ გამოვდივართ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ზრუნავს მსხვილ კოპორაციებზე და არა ხალხზე - აცხადებდნენ დემონსტრანტები. გავრცელებული ცნობებით მათ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილზე კარვები გაშალეს. პოლიციელები ირწმუნებიან, რომ ბრუკლინის ხიდზე აქციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო მათი მრავალგზის გაფრთხილების შემდეგ დაეკავებინათ მხოლოდ ტროტუარები და არ შეეფერხებინათ მოძრაობა ავტომანქანების სავალ ნაწილზე.“ აქციის მონაწილეთა ნაწილი ჩვენს მოთხოვნას დაემორჩილა , ნაწილმა კი გააგრძელა მოძრაობა ავტომანქანების სავალ ნაწილზე და მოძრაობა შეაფერხა “- მოჰყავს ბიბისი-ს ნიუ იორკელი პოლიციელის ნათქვამი.

უმუშევრობის მაღალი დონე და საბანკო პოლიტიკა ამ დღეებში ნიუ იორკის გარდა   ჩიკაგოში, სან-ფრანცისკოსა და ბოსტონშიც გააპროტესტეს.
 

კომენტარები