ოკუპირებული ტერიტორიები

რუსეთი საქართველოს სეპარატისტულ რეჟიმებთან შეთანხმებების გაფორმებას მოსთხოვს

4 ოქტომბერს,  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რუსეთი   ისევ მოითხოვს საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმებას. ამის შესახებ ცნობას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.  მის განცხადებაში ნათქვამია, რომ  საჭიროა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება ” საქართველოს, აფხაზეთის  და სამხრეთ ოსეთის დათანხმებას   ძალის გამოუყენებლობის  შეთანხმებაზე რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებისთვის.”  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ორიოდ დღის წინ,  გაეროს გენასამბლეის სესიაზე განაცხადა კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე რუსეთის ერთპიროვნულ ამბიციაზე. მან თქვა, რომ რუსეთი მზადაა მიაღწიოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხერთ ოსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და იყოს მშვიდობის გარანტი რეგიონში. ლავროვის განცხადება შეაფასეს თბილისში . საქართველოს საგარეო უწყებამ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთს  აგვისტოს ომის მერეც სურს  შექმნას ილუზია,  თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე მის მიერ შექმნილი  საოკუპაციო რეჟიმები  საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად უნდა განიხილებოდნენ.   მშვიდობის უზრუნველყოფისთვის  საქართველომ რუსეთს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოუწოდა. 

კომენტარები