ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა

გერმანიამ მხარი დაუჭირა ევროზონის ფონდის უფლებამოსილების ზრდას

გერმანიის  ბუნდესტაგმა  დღეს მხარი დაუჭირა  ევროპის  ფინანსური სტაბილურობის ფონდის უფლებამოსილების გაფართოვების  გეგმას. ლაპარაკია ფონდზე, რომელიც ფინანსური პრობლემების მქონე ევროკავშირის  წვერი ქვეყნების დახმარებას ითვალისწინებს. კენჭისყრაზე გეგმას მხარი 532 -მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 82 იყო. კენჭისყრას მერკელის მთავრობისთვის გამოცდად განიხილავდნენ, რადგან მერკელის კოალიციის ზოგიერთი წევრი ეწინააღმდეგებოდა  ფინანსურ კრიზისში მყოფი ევროზონის ქვეყნებისთვის, მაგალითად საბერძნეთისთვის, დახმარების მიზნით დამატებითი ფულის გამოყოფას.  

კომენტარები