ევროკავშირი პრიორიტეტად განიხილავს პოსტსაბჭოთა სივრეცში არსებული კონფლიქტების მოგვარებას. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა ” აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის” გახსნის წინ, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ” ვიმედოვნებ, ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორები გააკეთებენ ყველაფერს, რათა მიაღწიონ პროგრესს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.”-აღნიშნა ეშტონმა . მისივე თქმით, ევროკავშირი დაინტერესებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებით, რათა მათ წარმატებულად გაიარონ მდგრადი დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკისკენ გარდამავალი პერიოდი.
ევროკავშირის პროგრამას ” აღმოსავლეთ პარტნიორობა” 2009 წლის გაზაფხულზე ჩაეყარა საფუძველი. ის მიზნად ისახავს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გააქტიურებას 6 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან (საქართველო, აზებაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა)
გავრცელებული ცნობებით, ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის წინ ევროპარლამენტში გამოსვლისას, კეტრინ ეშტონმა გამოხატა შეშფოთება ბელარუსში დეკემბრის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის პრობლემის გამო. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა ასევე გააკრიტიკა უკრაინა და აღნიშნა, რომ სექტემბერში სამჯერ მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს , დაიცვას კანონის უზენაესობა და უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა.
”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტს ვარშავა 29-30 სექტემბერს უმასპინძლებს.