ევროკომისიის წარმომადგენლებმა გერმანიასა და ჩეხეთში, ”გაზპრომის” შვილობილ კომპანიებში შემოწმება ჩაატარეს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ აღნიშნული კომპანიები ეჭვმიტანილია ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში. შემოწმებები ჩატარდა ”გაზპრომის’ ბერლინის წარმომადგენლობაში, ასევე, ”გაზპრომის” შვილობილ კომპანიაში ჩეხეთში. აღნიშნულ კომპანიებში განაცხადეს, რომ ევროკომისიის წარმომადგენლებმა მათ ოფისებში მოულოდნელი შემოწმება ჩაატარეს.




