თუ ირანი უარს არ იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაზე, მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდება საჭირო - განაცხადა გაეროში საფრანგეთის წარმომადგენელმა ჟერარ არომ. მისი თქმით, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა უახლოეს პერიოდში ვერ შეძლებს ირანთან მოლაპარაკებების დაწყებას, საჭირო გახდება შესაძლო სამხედრო ოპერაციის განხილვა.
დასავლეთის ქვეყნებმა არა ერთხელ გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს. გაეროს დაწესებული აქვს სანქციები ირანის მიმართ.
ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო ხასიათს ატარებს.