საუდის არაბეთის მეფემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ქალები ხმის უფლებას მიიღებენ. ისინი ასევე შეძლებენ ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებსა და აშ-შურას საკონსულტაციო მეჯლისის ასამბლეაში მონაწილეობას.
მონარქმა გადაწყვიტა ქალები პოლიტიკურ პროცესებში ჩართოს. თუმცა რეფორმის განხორციელება მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ დაიწყება.
მეფე აბდულამ ქალებისთვის საკანონმდებლო უფლებების გაზრდის შესახებ აშ-შურას მეჯლისის სესიის გახსნაზე განაცხადა. ეს ასამბლეა მხოლოდ საკონსულტაციო როლს ასრულებს და მისი წევრები მეფის მიერ ინიშნებიან.
”ჩვენ წინააღმდეგები ვართ, რომ ქალები თამაშობდნენ მეორეხარისხოვან როლს იმ სფეროებში, სადაც მათი მონაწილეობა შარიათის თანახმად დასაშვებია. მთავარ იმამებთან გასაუბრების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ მივცეთ ქალებს მიიღონ მონაწილეობა შურას შეკრებებში ამ მოწვევის შემდეგ” განაცხადა მეფე აბდულამ.