ობამამ ევროზონის ლიდერები გააკრიტიკა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/yyyyyyyyyyyyyyyyyyyy.png##fbimage#
აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ევროპის საკრედიტო კრიზისი ”მსოფლიოს აშინებს”, ევროზონის ლიდერები კი  სათანადოდ სწრაფად არ მუშაობენ მის დასაძლევად. ობამას განცხადებით, ბოლო ერთი წლის მანძილზე ვარდნა შეერთებული შტატების ეკონომიკაში მსოფლიოში არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. ამ პრობლემებს შორის აშშ პრეზიდენტმა მიუთითა არაბულ გაზაფხულად ცნობილი მოვლენები, რამაც ენერგორესურსებზე ფასების ზრდას შეუწყო ხელი . ასევე, ევროპული ქვეყნების ფინანსური პრობლემები, განსაკუთრებით საბერძნეთში შექმნილი ვითარება.  


კომენტარები