უანგარი მაათაი გარდაიცვალა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mkvdarinobeli.png##fbimage#
ორშაბათს, ნაირობის საავადმყოფოში, კიბოთი გარდაიცვალა 71 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი უანგარი მაათაი.

უნაგარი მაათაი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი პირველი აფრიკელი ქალბატონია. ნობელის პრემია მან გარემოს დაცვისა და სოციალური აქტივიზმისთვის  2004 წელს მიიღო.

კენიის ყველაზე ცნობილმა აქტივისტმა გარემოს შენარჩუნებისა და მმართველობის გაუმჯობესებისთვის მასშტაბური კამპანია 1977 წლიდან დაიწყო - მას შემდეგ, რაც მოძრაობა ”მწვანე სარტყელი” დააარსა. შექმნის დღიდან, ორგანიზაციამ  აქტივისტების მობილიზება და აფრიკის ტერიტორიაზე  30 მილიონი ხის დარგვა მოახერხა. მაათაი 1970 წელს ასევე ხელმძღვანელობდა კენიის წითელ ჯვარს. გარდა ამისა,  იყო კენიის პარლამენტის წევრიც.

მაათაი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მოძრაობაში ცენტრალური აფრიკის მსოფლიოში სიდიდით მეორე ტროპიკული ტყის გადასარჩენად. აქტივისტობის წლებში სამჯერ თავდასხმის მსხვერპლიც გახდა.

ასევე, ის გახლდათ პირველი ქალი აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც დოქტორის ხარისხი მიიღო.

დასაფლავების ცერემონიის დეტალებს ”მწვანე სარტყელი” უახლოეს მომავალში გაახმოვანებს.

 

კომენტარები