მედვედევმა კუდრინს თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა

რუსეთის პრეზიდენტმა  დმიტრი მედვედევმა  ფინანსთა მინისტრ ალექსეი კუდრინს თანამდებობის დატოვება შესთავაზა   და   გადაწყვეტილების მიღება ორშაბათს, დღის ბოლომდე მოსთხოვა,  რაზეც კუდრინმა პრეზიდენტს უპასუხა, რომ პრემიერ-მინისტრთან  კონსულტაციების გავლა სჭირდება. თუმცა,  დღის  ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა  თანამდებობა დატოვა..

შაბათს, ’ედინაია რასიას” ყრილობაზე,  პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე თავისი გადაწყვეტილება  დაადასტურა. მანვე  თქვა, რომ  არჩევნებში  გამარჯვების შემთხვევაში მთავრობას  დმიტრი მედვედევი უხელმძღვანელებს. ამ განცხადების კომენტირებისას  კუდრინმა განაცხადა, რომ  მედვედევთან უთანხმოების მიზეზით  ვერ იმუშავებს მთავრობაში, რომელსაც დღევანდელი პრეზიდენტი ედგება სათავეში.  რუსეთის პრეზიდენტმა ყოფილ ფინანსთა მინისტრს ნათქვამის გამო პირობა წაუყენა: ან დაეტოვებინა პოსტი ანდაც  ზემოთმოხსენებული განცხადების უარყოფა მოეხდინა.

კომენტარები