რუსეთში პუტინის გადაწყვეტილებას აფასებენ

გლებ პავლოვსკი ( ეფექტური პოლიტიკის ფონდის პრეზიდენტი) აცხადებს, რომ მედვედევმა რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე პუტინის კანდიდატურის მხარდაჭერით დარტყმა მიაყენა რუსეთში პრეზიდენტის ინსტიტუტის იმიჯს. პავლოვსკის აზრით, ”ედინაია რასიას” ყრილობაზე გამოცხადებული გადაწყვეტილება რუსეთისთვის უაღრესად დამამცირებელია. ” მედვედევმა იმედები გაუცრუა ყველას, ვისაც მისი ჯერ კიდევ სჯეროდა, მან ფაქტიურად პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა.”- თქვა გლებ პავლოსკიმ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

რუსეთში კატასტროფულ სცენარს პროგნოზირებს ბორის ნემცოვი ( პარტია სახალხო თავისუფლება). მისი თქმით, პრეზიდენტად პუტინის დაბრუნების პირობებში, რუსეთს ელის მიგრაციის გაძლიერება, ქვეყნიდან კაპიტალის გადინება, კორუფციის გაღრმავება. რუსეთს მოდერნიზაციის არავითარი შანსი არა აქვს- განაცხადა ნემცოვმა და დასძინა : ”მე არ მესმის რატომ არის დარწუნებული ავტორიტარი პუტინი, რომ ის არ გაიზიარებს მუბარაქის ბედს. პუტინი ხალხს უფრო და უფრო უბიძგენს ქუჩაში გამოსვლისკენ”.

პუტინის გადაწყვეტილება მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოასწავებს ხანგრძლივ და მასშტაბურ კრიზისს რუსეთში - ასეთი შეხედულება გამოთქვა ”ეხო მოსკვის” ეთერში მოძრაობა ”სოლიდარნოსტის” წარმომადგენელმა ილია იაშინმა. მან განმარტა, რომ ხანგრძლივ და მასშტაბურ კრიზისში გულისხმობს პუტინის მმართველობის თანმდევი პრობლემების გაღრმავებას, როგორცაა: კორუფცია, სიღარიბე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. იაშინის აზრით, რუსეთში საჭიროა ოპოზიციური ძალების სრული მობილიზაცია პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების წინააღმდეგ.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება რუსეთს კიდევ უფრო სერიოზული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების წინაშე დააყენებს.-აცხადებს თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ევგენი გონტმაჰერი და დასძენს: ” 2012 წლის არჩევნების შემდეგ რუსეთის ეკონომიკა დაკარგავს წლებს.”მედვედევთან მაინც იყო დაკავშირებული მცირე იმედები იმის, რომ ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები მოხდებოდა. ”

24 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ”ედინაია რასიას” ყრილობის დელეგატებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის კანდიდატურას. თავის მხრივ პუტინმა განაცხადა, რომ ის მზადაა იყაროს კენჭი რუსეთის პრეზიდენტად, 2012 წლის არჩევნებში.

კომენტარები