ედურდ კოკოითი პარტია ედინსტვოს თავმჯდომარედ აირჩიეს

კვირას,  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედი   პარტია  ” ედინსტვოს” ყრილობაზე   თავმჯდომარედ   სეპარატისტი ლიდერი ედუარდ კოკოითი აირჩიეს .  ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მან  განმარტა, რომ არ აპირებს ეგრეთ წოდებულ  საპრეზიდენტო  არჩევნებში მონაწილეობისთვის   კონსტიტუციის შეცვლას. ” პარტიის თავმჯდომარეობა ჩემის მხრიდან იქნება სიგნალი მათთვის, ვინც ელის , რომ დავტოვებ აქაურობას. მე დავრჩები სამხრეთ ოსეთში და  დავეხმარები ახალ პრეზიდენტს” -  თქვა კოკოითიმ.   სწორედ, კოკოითის პარტიიდან მიიღებს ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას ანატოლი ბიბილოვი. მან  ყრილობაზე მადლიერება გამოხატა  პარტიის და ე.წ.  პრეზიდენტის მიერ მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის   და  აღნიშნა, რომ პარტია  არასდროს შეურცხვენია. ბიბილოვი ე.წ. რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრია.

კომენტარები