კონფერენცია ლიბია და ავღანეთი: მძიმე გაკვეთილები ნატოსთვის

კურტ ვოკერის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც მასპინძლობენ საქართველოს ატლანტიკური საბჭო და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.
 
საქართველოს ატლანტიკური საბჭო და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი უმასპინძლებს შეხვედრას ნატოში ამერიკის ყოფილ ელჩთან, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობათა ცენტრის დირექტორთან ბატონ კურტ ვოკერთან. შეხვედრას დაესწრებიან ქართველი ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, უცხოური მისიების წარმომადგენლები საქართველოში, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, სტუდენტები.
 
ბატონი ვოკერის მოხსენების თემა იქნება: ლიბია და ავღანეთი: მძიმე გაკვეთილები ნატოსათვის?
 
შეხვედრა შედგება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, 15 სექტემბერს 17.00 სათზე.
 

კომენტარები