ევროკავშირი აპირებს აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან მოლაპარაკებას ტრანსკასპიური გაზსადენის გაყვანის საკითხზე. ევროკავშირის 27-ვე წევრი შეთანხმდა, რომ ევროკომისიას დაევალება ბაქოსთან და აშხაბადთან მოლაპარაკების გაძღოლა. ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა გიუნტერ ეტინგერმა ამ გადაწყვეტილებას ”ისტორიული” უწოდა და დასძინა: ”საბოლოო ჯამში სწორედ ევროპა და არა ცალკე აღებული ერთი ქვეყანა ისარგებლებს კასპიის გაზის მიწოდებით”. დასავლეთის პრესაში წერენ, რომ აღნიშნულმა პროექტმა განვითარების შემთხვევაში შესაძლოა აუცილებელი მხარდაჭერა აღმოუჩინოს Nabuco-ს , 3900 კილომეტრიან გაზსადენს, რომლის მიზანიც აზერბაიჯანიდან თურქეთის გავლით ავსტრიაში (რუსეთის გვერდის ავლით) გაზის მიწოდებაა. Finantial times -ი ერთ-ერთ სტატიაში ხაზს უსვავს, რომ რუსულმა მონოპოლისტმა გაზის ექსპორტში ”გაზპრომმა” უკვე წარმოადგინა კონკურენტი გაზსადენის ”სამხრეთ ნაკადის” პროექტი.




