ბარაკ ობამამ სამუშაო ადგილების შექმნის გეგმა წარმოადგინა

კონგრესის საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს  პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 450 მილიარდი დოლარის ღირებულების გადასახადების შემცირებისა და დანახარჯების გეგმება   წარმოადგინა. ის  ეკონომიკის გაძლიერებას და სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად და ითვალისწინებს: ხელფასზე გადასახადების შემცირებას, ინფრასტრუქტურული პროექტების დანახარჯების და უმუშევართა დახმარების ზრდას, ასევე მასწავლებლების და მეხანძრეების უკეთ დაფინანსებას. ობამამ  კონგრესის სესიაზე განაცხადა, რომ საჭიროა პოლიტიკოსებმა სწრაფად იმოქმედონ და პაკეტი დროულად მიიღონ.

საკანონმდებლო ორგანოში გეგმის გასატანად  მნიშვნელოვანია რესპუბლიკელთა მხარდაჭერა. კონგრესმენ ჯონ ბეინერის განცხადებით, ინიციატივა ,,განხილვას იმსახურებს“.თუმცა ზოგმა რესპუბლიკელმა ის  უკვე დაიწუნა . მათი მოსაზრებით  სამუშაო ადგილების შექმნის ახალი გეგმით  ბარაკ ობამა   რეიტინგის აწევას ცდილობს.  

დღეისათვის ამერიკელთა 9,1% სამსახურის გარეშეა დარჩენილი. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ საარჩევნო კამპანიაში აღნიშნული პრობლემა ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. 

კომენტარები