ტერაქტებიდან 10 წლის თავზე აშშ უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს.

წლის   11 სექტემბრის  ტერაქტებიდან 10 წლის თავზე  მერიკის შეერთებული შტატები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. სპეც სამსახურების წარმომადგენლები ამოწმებენ ინფორმაციას  მოსალოდნელი  საფრთხის  შესახებ.  ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში გაძლიერებულია პოლიციის შემადგენლობა. ”მივიღეთ  შეტყობინებები, თუმცა ტერაქტების მოსალოდნელობა ჯერჯერობით   არ დასტურდება”- აღნიშნა”როიტერთან” საუბრისას შეერთებული შტატების  ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. მისივე სიტყვებით,  შეტყობინებების თანახმად თავდასხმები შესაძლოა  განხორციელდეს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. ადგილობრივი გამოცემები პოლიციელებზე დაყრდნობით წერენ, რომ მიმდინარეობს  საეჭვო პირების ძებნა.  ბარაკ ობამა პოტენციური   საფრთხის შესახებ ინფორმირებულია და  ხორციელდება  შესაბამისი ზომები  - თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრნობით ასეთ ცნობას ავრცელებს დღევანდელი დასავლური პრესა.  

11 სექტემბერს 10 წელი შესრულდება  2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებდან.

 

 

კომენტარები