ლიბიის ყოფილმა ლიდერმა მუამარ კადაფიმ სატელეფონო ინტერვიუ მისცა სირიაში მოქმედ ერთ-ერთ სატელევიზო არხს და მასში ”ფსიქოლოგიური ომი და ტყუილი” უწოდა გავრცელებულ ცნობებს კადაფის ნიგერში გაქცევის შესახებ. კადაფი დაიმუქრა, რომ ის დაამარცხებს ნატოს და იმ ”ვირთხებს”, რომლებმაც მისი ქვეყანა დაიპყრო. ამასთან, ნიგერის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ნიგერი გადაწყვეტს კადაფს მისცეს თავშესაფარი თუ ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს.
მუამარ კადაფიმ უარყო ცნობა ნიგერში გაქცევის თაობაზე
tbl.ge/18hx
დაკოპირდა




