სერბი სამხედრო დამნაშავე გაეროს ტრიბუნალმა გაასამართლა

იუგოსლავიის არმიის ყოფილ მაღალჩინოსანს, მომჩილო პერიშიჩის, გუშინ, გაეროს სამხედრო ტრიბუნალმა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პერიშიჩი   ბოსნიასა და ხორვატიაში სამხედრო დანაშაულებებისთვის გასამართლდდა. მომჩილო პერიშიჩი გადამწყვეტ როლს თამაშობდა 90-იანი წლების ბალკანეთის ომში. როგორც იუგოსლავიის სამხედრო შტაბის უფროსი,  გეგმავდა და ახორციელებდა 8000 მუსლიმის მასობრივ განადგურებას და ასევე სარაევოს 42 თვიან ბლოკადას.

გაეროს სამხედრო ტრიბუნალმა ის დამნაშავედ ცნო ბოსნიასა და ხორვატიაში სამოქალაქო პირების დევნასა და მკვლელობაში. პერიშიჩს ახლო კავშირები ჰქონდა სერბ გენერალ რატკო მლადიჩისთან, რომელიც მაისში დააკავეს და გენოციდშია ბრალდებული.

კომენტარები