იაპონიის პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი მმართველი დემოკრატიული პარტიის ლიდერობიდან და, შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. მას ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებდნენ 11 მარტის დამანგრეველი ცუნამისა და მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაცის არასათანადო ხელმძღვანელობის გამო. ივნისის თვეში კანმა პირობა დადო, რომ გადადგებოდა, თუ პარლამენტი სამ კანონპროექტს დაამტკიცებდა - ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის, ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განახლებადი ენერგიის შესახებ. საკანონდებლო ორგანომ სამივე მათგანი მიიღო.
მმართველი პარტიის ახალი ლიდერის ვინაობა, რომელიც პრემიერ-მინისტრი გახდება, 29 აგვისტოს გახდება ცნობილი. ვარაუდობენ, რომ ამ პოსტს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სეიძი მაეჰარა დაიკავებს. თუმცა, დემოკრატიული პარტიის ლიდერობის კანდიდატებს შორის ასევე ფინანსთა მინისტრი იოშიკო ნოდა, ვაჭრობის მინისტრი ბანრი კაიედა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მიჩიჰიკო კანო სახელდებიან.
იაპონიის პრემიერი გადადგა
tbl.ge/1q2v
დაკოპირდა




