აშშ-ში ქარიშხალ „აირინს“ ელიან

აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპირო ქარიშხალ „აირინის“ მოლოდინშია. სტიქია ბაღამის კუნძულებს დაარტყდა თავს. კუნძულ მაიაგუანაზე ქარმა  სახლებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია. ზარალი მიადგა სხვა კუნძულებსაც. ქარის სიჩქარემ საათში 115 მილი შეადგინა. ქარიშხალს მე-3 კატეგორია მიენიჭა.  სინოპტიკოსების პროგნიოზით, დღეს და ხვალ შტორმი მე-4 კატეგორიამდე გაძლიერდება და ქარის სიჩქარე შესაძლოა 130 მილამდე გაიზარდოს. სინოპტიკოსთა პროგნოზით, სტიქია ჩრდილოეთ კაროლინასა და მენის შტატებს შორის მდებარე სანაპიროს ემუქრება. შტატების ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს და ევაკუაციისთვის ემზადება. ჩრდილოეთ კაროლინაში საკვების, წყლისა და სამაშველო აღჭურვილობის საგანგებო მარაგები შექმნა, მზადდება  ეროვნილი გვარდიის 100 ათასამდე რეზერვისტის  მობილიზაცია.

აშშ-ს სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილებით, ვირჯინიის შტატში, ნორფოლკის სამხედრო-საზღვაო ბაზიდან სამხედო გემები ღია ზღვაში გაჰყავთ, რათა ძლიერი შტორმის მიზეზით მათი დაზიანება თავიდა აიცილონ.

 

კომენტარები