ისრაელმა ღაზა დაბომბა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორზე მორიგი ავიაიერიში მიიტანეს. პალესტინური წყაროების ცნობით, ოპერაციის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 25-მდე კი დაშავდა. ისრაელის ავიაციამ დაბომბა დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ კუთვნილი სპორტული კლუბი, ასევე გვირაბები ეგვიპტის საზღვარზე, რომლებსაც კონტრაბანდისტები იყენებენ.  ვითარება ისრაელსა და პალესტინას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირაში ქალაქ ეილათში ისრაელის რვა მოქალაქე დაიღუპა ტერაქტის შედეგად.  ისრაელმა პასუხისმგებლობა ამ აქციაზე  „სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტს“ დააკისრა. რამდენიმე საათის შემდეგ, ისრაელის ავიაციის თავდასხმის შედეგად ღაზას სექტორში ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები განადგურდნენ. მას შედეგ ღაზას სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგად ისრაელის კიდევ ორი მოქალაქე დაიღუპა.

 

კომენტარები