ტრიპოლი დაეცა, ომი გრძელდება

ლიბიელმა აჯანყებულებმა, მძიმე ბრძოლების შემდეგ,  ქვეყნის დედაქალაქში მუამარ კადაფის რეზიდენცია ბაბ ალ აზიზია დაიკავეს. შენობაზე, სადაც ლიბიელი დიქტატორი ცხოვრობდა, ოპოზიციონერებმა სამფეროვანი დროშა ააფრიალეს. მებრძოლებმა რეზიდენციიდან მუამარ კადაფის ქანდაკების თავი და დიქტატორის ნივთები გამოიტანეს. თუმცა, თავად პოლკოვნიკის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.  ოპოზიციის მხარდამჭერები ქალაქის ქუჩებში გამარჯვებას ზეიმობენ. თუმცა, ტრიპოლის ნაწილი კვლავაც პროსამთავრობო ძალების კონტროლს ქვეშ რჩება. ბრძოლები გრძელდება ქალაქში და მის შემოგარენში. ნატო-ს ავიაციამ დედაქალაქში რამდენიმე სამიზნეზე მიიტანა იერიში. სამთავრობი ძალებმა კი  ტრიოპოლის დასავლეთით მდებარე ქალაქ აჯელათს შეუტიეს. სნაიპერები ისვრიან ახევე ბაბ-ალ აზიზიას რეზიდენციის სიახლოვეს.

მუამარ კადაფიმ მორიგი აუდიომიმართვა გაავრცელა. მისი განცხადებით, იგი დანებებას არ აპირებს და სიკვდილამდე იბრძოლებს.  დედაქალაქისა და რეზიდენციის დატოვებას სამთავრობი ძალების მიერ მან ტაქტიკური  სვლა უწოდა.

ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ კადაფი და მისი ოჯახი საგანგებო თავშესაფარში იმყოფებიან, ზოგიერთი ცნობით. იგი მშობლიოურ ქალაქ სირტში ჩასვლას და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს. 

იმავდროლად, ქვეყნის ოპოზიციური მთავრობა ქალაქ ბენგაზიდან ტრიპოლიში გადასასვლელად ემზადება. უახლოეს დღეებში აჯანყებულები ახალი მთავრობის ფორმირებას შეუდგებიან. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებებში, რომელიც  ყატარში გაიმართება. აშშ-ს, დიდ ბრიოტანეთის, საფრანმგეთის, თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები ისმჯელებენ ლიბიის აღსადგენად ფინანსური დახმარების გამოყოფასა და კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყნის მოწყობის საკითებზე.  ოპოზიციურ მთავრობას იმედი აქვს, რომ თვის ბოლომდე დონორებისგან 2,5 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს, ასევე დასავლეთში გაყინული ლიბიური აქტივების საკითხს გადაწყვეტს, რომელთა ოდენობა 160-170 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

კომენტარები