სტროს-კანის საქმე შეწყდება

დაზარალებულის ადვოკატმა დომინიკ სტროს-კანისთის ბრალდების მოხსნა გააპროტესტა. ნიუ-იორკის სოფიტელის  სასტუმროს მოახლის ნაფისატუ დიალოს ინტერესების დამცველმა კენეტ ტომპსონმა განაცხადა, რომ „მანჰეტენის საოლქო პროკურორმა უარით გაისტუმრა ქალი, რომელიც გაუპატიურების საქმეში სიმართლეს ეძებს“. მის თქმით, პროკურორმა „არა მხოლოდ ზურგი აქცია უდანაშაულო მსხვერპლს, არამედ თვალი დახუჭა მომხდარი ბოროტმოქმედების სასამართლო, სამედიცონო და ნივთიერ მტკიცებულებზე“.  ტომპსონი და მისი კლიენტი პროკურატურაში კონსულტაციებისთვის ორშაბათს დაიბარეს. როგრც პრესა ვარაუდობს, ამ შეხვედრის ერთადერთი მიზანი იყო დაზარალებული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდება ბრალდების მოხსნის თაობაზე.

მანამდე პროკურატურამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორისთვის ბრალდების მოხსნის შუამდგომლოვბით მოსამართლეს მიმართა. ოფიციალური დოკუმენტის შინაარსი არ გახმაურებულა. თუმცა,  ცნობილი გახდა, რომ ბრალდების მხარე სარწმუნოდ არ მიიჩნევს დაზარალებულის ჩვენებას, რადგან „სოფიტელის“ მოახლე  სიოცრუესა და საკუთარი თავის შესახებ ხელისუფლებისთვის არასწორი ცნობების მიწოდებაში ადრეც ყოფილა შემჩნეული.

დომინიკ სტროს-კანი 14 მაისს, სასტუმრო სოფიტელის 32 წლის მოახლის განცხადების საფუძელზე დააკავეს, რომლიც სავალუტო ფონდის დირექტორის მხრიდან სექსუალურ ძალადობას უჩიოდა. რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ სტროს-კანს 1 მილიონიო დოლარის გირაოს სანაცვლოს შინაპატიმრობა შეუფარდეს.

 

კომენტარები