#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/kisinflame.png##fbimage#
"ბრიტანულ საბჭოზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. დღევანდელი თარიღი შემთხვევით არ აურჩევიათ. ტერორისტებმა ავღანეთის ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების 92-ე იუბილე "აღნიშნეს". დაიღუპა ექვსი ავღანელი პოლიციელი და უსაფრთხოების ძალების ერთი უცხოელი წარმომადგენელი. თავდამსხმელებისგან 4 ადამიანია დაღუპული. ბრიტანეთის მოქალაქეები მშვიდობიანად გაიყვანეს შენობიდან. აფეთქებებმა და შენობიდან გამოსულმა თეთრმა კვამლმა თავდაპირველად დაბნეულობა გამოიწვია. თუმცა, მალე საქმეში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ძალები ჩაერთნენ, რასაც შეტაკება მოყვა. უსაფრთხოების ძალებს დახმარებას უწევდა ავღანეთის პოლიციაც.
ბრიტანეთში ოფიციალურმა პირებმა დაგმეს `საშინელი~ თავდასხმა და განსაკუთრებული მწუხარება გამოთქვეს დაღუპულების გამო. ასევე აღინიშნა, რომ ბრიტანელი მოქალაქეების გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის უსაფრთხოების სათანადო ზომებს. ხაზგასმით განაცხადეს ისიც, რომ ეს ინცინდენტი ვერ შეამცირებს ბრიტანეთის მცდელობებს, ავღანელებს უკეთესი მომავლის აშენებაში დაეხმარონ.
ბრიტანული საბჭო არის ბრიტანეთის წამყვანი ორგანიზაცია საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების სფეროში. ის ნაწილობრივ მთავრობის მიერ არის დაფინანსებული.




