გაწვრთნილ ძაღლებს ფილტვის კიბოს ამოცნობა ყნოსვით შეუძლიათ

გერმანელი მკვლევარების მტკიცებით, გაწვრთნილი ძაღლები ფილტვის კიბოს ამოსაცნობად სანდო დამხმარეები შეიძლება, იყვნენ. European Respiratory Journal-ის მიხედვით, კვლევისას მათ 71% შემთხვევაში ამოიცნეს დაავადება. მეცნიერებმა არ იციან, რომელ  ქიმიურ ნივთიერებებს ყნოსავენ ძაღლები. ამის გარკვევა მათ სკრინინგის განვითარებაში დაეხმარებათ. მკვლევარებმა კვლევისთვის 4 ძაღლი გაწვრთნეს. ამაში 2 ასეული ადამიანი იყო ჩართული, რომლებიც სამ ჯგუფში გაანაწილეს: ჯანმრთელები; ფილტვის კიბოთი დაავადებულები და ფილტვების სხვა დაავადებით დაავადებულები.

პირველად 1989 წელს დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ძაღლებს მსგავსი უნარი აქვთ. შემდეგ კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლებს შეუძლიათ, მაგალითად, კანის, მკერდის, ნაწლავების კიბოს ამოცნობა.

ბუნებრივია, ძაღლები ექიმის კაბინეტში ვერ დაიდებენ ბინას. ამიტომ, მუშაობა დაიწყება `ხელოვნურ ცხვირებზე~, რომელიც იმ ქიმიური ნივთიერების `დაყნოსვას~ შეძლებს, რომლითაც ძაღლი კიბოს ამოიცნობს. ამისთვის მათ ჯერ ის უნდა გაარკვიონ, თუ რომელ ნივთიერებას იყნოსავს ძაღლი. 

კომენტარები