ისრაელ-ეგვიპტის საზღვართან თავდასხმებს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

REUTERS
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/iblood.png##fbimage#
სამხრეთ ისრაელში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა  ავტოსტრანსპორტზე თავდასხმების სერიის შედეგად. პირველად ცეცხლი ეგვიპტის საზღვართან მოძრავი ავტობუსის მიმართულებით გახსნეს. ეს ბოლო წლების განმავლობაში პირველი დიდი თავდასხმაა ისრაელის ეგვიპტურ საზღვართან. ავტობუსს მგზავრები ერთ-ერთი სამხრეთული ქალაქიდან სანაპირო ქალაქში გადაყავდა, როდესაც რამდენიმე მამაკაცმა მათი მიმართულებით  დაიწყო გასროლა. მძღოლმა მანამ  გააგრძელა გზა, მანამ უახლოეს სამხედრო ბაზამდე არ მიაღწია. აქ დაჭრილებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ამ ინცინდენტის დროს არავინ დაღუპულა.

მოკლე ხანში კერძო მანქანა ააფეთქეს, სადაც დაზიანება გაცილებით სერიოზული იყო და ადამიანებიც დაიღუპნენ. რამდენიმე ჯარისკაცი დაიჭრა სამხედრო ძალებთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად. ივარაუდება, რომ თავდასხმის ორგანიზატორები ერთი და იგივე ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ. შემდეგ მათსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებაც მოხდა საზღვართან ახლოს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ეჰუდ ბარაკი, აცხადებს, რომ ეს შემთხვევები გვიჩვენებს ეგვიპტელების სისუსტეს, გააკონტროლონ სინაის ნახევარკუნძული. ის ასევე ამბობს, რომ ტერორის ნამდვილი წყარო ღაზაა. სინაის ბედუინები ღაზის ანტიისრაელურ ძალებთან თანაშრომლობენ. 

კომენტარები