თბილისის ანძას ახალი მმართველი ჰყავს


თბილისის ანძის მმართველი 4 წლის ვადით კომპანია ,,გოლდენ კომი’’ გახდა.   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ელექტრონული აუქციონი გუშინ გაიმართა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ამ კომპანიამ მიიღო და შპს ,,ალფა-კომის’’ 100%-იანი მმართველი გახდა.
 
აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორმა ,,ალფა-კომს’’ პროფილი უნდა შეუნარჩუნოს და 12 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, რათა ახალი ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისები  დაინერგოს და არსებული გაუმჯობესდეს.

შპს ,,ალფა-კომის’’ მართვის უფლება 110 000 ლარად გაიყიდა. ამჟამად ობიექტის დებიტორული დავალიანება 6 988 202 ლარია, ხოლო კრედიტორული კი - 2 917 158 ლარი. მის  მფლობელობაში შედის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სატელეკომუნიკაციო ანძა, აგრეთვე თბილისის, რომელიც 16 ტელე და 30-მდე რადიოკომპანიას ემსახურება.

კომენტარები