ვოლგაზე გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

მაშველებმა მდინარე ვოლგაში გუშინ ჩაძირული  თბომავლის  ტრიუმიდან  ბავშვების ცხედრების ამოტანა დაიწყეს. ვარაუდობენ, რომ  ბავშვები  კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე  მუსიკალურ  დარბაზში გასართობი ღონისძიებისთვის შეკრიბეს. ამ დროისთვის ნათესავებმა  79-დან 45 დაღუპული ამოიცნეს. თათარსტანის პრემიერ მინისტრმა, ილდარ ხალიკოვმა განაცხადა, რომ ნათესავებს ამ დროისთვის 38 დაღუპულის ცხედარი გადაეცა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტი გარდაცვლილი ნაპოვნია თბომავლის   შუა გემბანზე,  სადაც განლაგებული იყო ბარები და მუსიკალური სალონი. 

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, გემზე სულ 205 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 79 მათგანის გადარჩენა მოახერხეს.  რამდენიმე ათული ადამიანის ბედი კი კვლავ გაურკვეველია. მაშველები ამბობენ, რომ მათი ცოცხლად გადარჩენის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია. სამაშველო სამსახურების წარმომადგენელთა ცნობით,  დაღუპულთა შორის ნაპოვნია გემის კაპიტნის, ალექსანდრ ოსტროვსკისა დ მის მეუღლის ცხედრები. მათი ორი შვილი ჯერ არ უპოვიათ.

12 ივლისი რუსეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. საქართველოს  პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა, სამძიმარი გამოუცხადა ვოლგაში თბომავალი გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

კომენტარები