აქცია საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე

დღეს, 11 ივლისს, საპატრიარქოს მიდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა. აქცია სინოდის კრებას უკავშირდება, რომელიც დილის 10 საათიდან მიმდინარეობდა. აქციაც დილით დაიწყო, თუმცა ხალხის რაოდენობამ პიკს შუადღის 12 საათისთვის მიაღწია.

 საპატრიარქოსთან შეკრებილი ადამიანები სინოდის გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ და ლოცულობდნენ.

კამერასთან კომენტარის გაკეთებაზე როგორც სასულიერო, ასევე საერო პირებმა უარი განაცხადეს. ამის მიზეზად მათ "კურთხევის უქონლობა" დაასახელეს. თუმცა პირად საუბარში ისინი აცხადებენ, რომ აქ ქრისტიანობის დასაცავად არიან შეკრებილნი.

აქციის მონაწილეთა რაოდენობა, სინოდის გადაწყვეტილების ლოდინში ცოტათი შემცირდა, თუმცა რამდენიმე ასეული ადამიანი მაინც რჩება ადგილზე.

სინოდის კრება ამჟამად უკვე დასრულებულია, თუმცა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ჯერ არ გახმოვანებულა.


კომენტარები