სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთში

ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე შტატ უტარ-პრადეშში მატარებელი ავტობუსს დაეჯახა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაიღუპა 31 ადამიანი, ათეულობით კი - დაშავებულია. ადგილობრივი მედია საშუალებების ცნობით, ავტობუსში 80 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ქორწილიდან ბრუნდებოდნენ. რკინიგზის გადაკვეთის ადგილზე არ იყო შლაგბაუმი. პოლიცია და მაშველები შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ ადამიანებს.

ინდოეთში სარკინიგზო ტრანსპორტს სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი მონოპოლია, ინდიან რეილვეიზი (Indian Railways) განაგებს. ის დღეში 30 მილიონ ადამიანს ემსახურება. თუმცა მოძველებული ინტრასტრუქტურის გამო, რკინიგზებზე უბედური შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია.

ოფიციალური მონაცემებით, 2010 წლის აპრილიდან 2011 წლის იანვრის ჩათვლით, ინდოეთის რკინიგზებზე მომხდარ შემთხვევებს 336 ადამიანი შეეწირა და 437 დაშავდა. 

კომენტარები