აუცილებელი ბოროტება

გენერალი დევიდ პეტრეუსი
REUTERS
წარმოიდგინეთ 
გენერალი დევიდ პეტრეუსი
ფოტო: REUTERS
– თქვენ წინაშეა ტერორისტი. მან იცის, სად არის ბომბი დამონტაჟებული, რომელიც რამდენიმე საათში ან სულაც რამდენიმე წუთში აფეთქდება. ის უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, თქვენზე კი ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული.

და რა უნდა იღონონ მსგავს, ე.წ. მოწიკწიკე ბომბის სიტუაციაში აღმოჩენილმა უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა? ეს ერთი შეხედვით ჰოლივუდური ფილმის სცენარი, მასობრივი განადგურების იარაღის მაძიებელი ფანატიკოსების, თანამედროვე ტექნოლოგიების მზარდი ხელმისაწვდომობისა და სოლიდური დაფინანსების მქონე ტერორისტული ორგანიზაციების პირობებში, ფანტასტიკის სფეროს აღარ განეკუთვნება.
ავღანეთში ამერიკის ძალების სარდალმა, გენერალმა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პოსტზე წარდგენილმა დევიდ პეტრეუსმა საზოგადოებას საკუთარი ინიციატივა გააცნო. ის ტერორისტების დაკითხვისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში, აგრესიული დაკითხვის მეთოდების გამოყენებას ემხრობა.

შეთავაზება ბარაკ ობამას პოლიტიკის რევიზიას წარმოადგენს. ამერიკის პრეზიდენტმა 2009 წელს აკრძალა დაკითხვისას იმ ხერხების გამოყენება, რომლებიც არმიის შესაბამის საველე სახელმძღვანელოებში მოცემული არ არის. პეტრეუსმა აღნიშნა, რომ მოწიკწიკე ბომბის არსებობისას, დაკითხვის ჩვეულებრივი მეთოდები, შესაძლოა, უშედეგო აღმოჩნდეს.

ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს უკვე ჰქონდა მსგავსი სიტუაცია. ამერიკელებმა 2002 წელს აბუ ზუბაიდა შეიპყრეს. უსაფრთხოების სამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ალ-ყაიდა ამერიკის სხვა ქალაქებში 11 სექტემბრის მსგავს ტერაქტებს გეგმავდა. დახრჩობის სიმულაციის შემდეგ, რომლის არსი, ფიცარზე უძრავად დაკრულ ადამიანზე წყლის დასხმაში მდგომარეობს, ზუბაიდა ალაპარაკდა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის არსებულთან შეჯერების შემდეგ, ტერაქტი თავიდან აიცილეს – იგი ტერორისტების მიერ თვითმფრინავის გატაცებასა და ამერიკის დასავლეთ ნაპირის ყველაზე მაღალ შენობაზე, ლოს ანჯელესის U.S. Bank Tower-ზე მის დაჯახებას ითვალისწინებდა. ეს 9/11-ის შემდეგ ამერიკაზე შეტევის მეორე ტალღა უნდა ყოფილიყო.

პეტრეუსმა ა
სიმულაციური დახრჩობის მეთოდი. ვიეტნამი
ფოტო: REUTERS
ღნიშნა, რომ საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, პატიმრის აგრესიული მეთოდებით დაკითხვის გადაწყვეტილება, მაღალი რანგის თანამდებობის პირმა უნდა მიიღოს. ოთხვარსკვლავიანი გენერალი ამ გზის გამოყენებას ადრე არ ემხრობოდა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორივე კანდიდატი, ბარაკ ობამა და სენატორი ჯონ მაკკეინი, აგრესიული დაკითხვის მეთოდების მიუღებლობაზე თანხმდებოდა. ბინ ლადენის ლიკვიდაციამ ამგვარი ხერხების ეფექტურობა აჩვენა და დებატები განახლდა. პეტრეუსის ინიციატივას ვიეტნამის ომგამოვლილმა და ტყვეობაში ნაწამებმა მაკკეინმაც კი დაუჭირა მხარი.

აგრესიული დაკითხვის მეთოდებს ხშირად წამებასთან აიგივებენ. რთულია თითოეული შემთხვევისათვის საკმარისი აგრესიის განსაზღვრა, მაგრამ წამება გაცილებით მეტ სისასტიკეს გულისხმობს.

ობამას იუსტიციის დეპარტამენტმა ჯორჯ ბუში უმცროსის დროინდელი მემორანდუმები გამოაქვეყნა. მათში აღნიშნულია, რომ აგრესიული დაკითხვის მეთოდების გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პატიმრის მიმართ შეიძლება. უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პატიმარი ახლო მომავალში განსახორციელებელი ტერაქტების შესახებ ფლობს ინფორმაციას. დოკუმენტები ზღვარს ავლებენ აგრესიული დაკითხვის მეთოდებსა და წამებას შორის.

აგრესიული მეთოდები მიზნად არ ისახავს პატიმრებისგან აღიარებითი ჩვენებების გამოძალვას ან წარსულში მომხდარი დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მიღებას. მათი მიზანი მომავალში დაგეგმილი ტერაქტების თავიდან აცილებაა. ამ შემთხვევაში ორი მორალური შეხედულება ეჯახება ერთმანეთს. ერთი მხრივ, სასწორზეა ადამიანური ღირსების შელახვის დაუშვებლობა, მეორე მხრივ კი – მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. აგრესიული დაკითხვის მეთოდები, გამოუვალ სიტუაციაში საბოლოო საშუალებას წარმოადგენს.

ამერიკელებმა, 
ხალიდ შეიხ მუჰამედი
ფოტო: REUTERS
ალ-ყაიდას შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის ნახევარზე მეტი, დაკითხვის აგრესიული მეთოდებით მიიღეს. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, სიმულაციური დახრჩობის მეთოდი, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ სულ სამი ადამიანის, ხალიდ შეიხ მუჰამედის, აბუ ზუბაიდასა და აბდ ალ-რაჰიმ ალ-ნაშირის მიმართ გამოიყენა. მუჰამედი ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი იყო, ალ-ნაშირს კი, ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გააჩნდა.

ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მათი ნებისყოფის გატეხვა, სათანამშრომლოდ განწყობა და ინფორმაციის მიღების გაადვილებაა მნიშვნელოვანი. ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ეს გზა რამდენჯერმე გამოიყენა. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა და ამჟამად ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, ლეონ პანეტამ დაადასტურა, რომ სწორედ აგრესიული დაკითხვის მეთოდებით მოპოვებული ინფორმაციით გახდა შესაძლებელი ბინ ლადენის ლიკვიდაცია.

დემოკრატები უ
ოსამა ბინ ლადენი
ფოტო: REUTERS
არყოფდნენ აგრესიული მეთოდების ეფექტურობასა და როლს ბინ ლადენის განადგურებაში. მათი არგუმენტით, დაკითხვის შეწყვეტის მიზნით, პატიმარს, შესაძლოა, დამკითხველებისათვის ნებისმიერი ინფორმაცია მიეწოდებინა. თუმცა Wikileaks-ზე გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა, პანეტასა და ჯორჯ ბუშის დროინდელი უსაფრთხოების სამსახურების სხვა წარმომადგენლების სიმართლე და აგრესიული დაკითხვის ეფექტურობა დაამტკიცა. ბინ ლადენს გარე სამყაროსთან კონტაქტი მხოლოდ კურიერების მეშვეობით ჰქონდა, რომელთა ვინაობა უაღრესად გასაიდუმლოებული იყო. ეს თავად ტერორისტულ ორგანიზაციაშიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. ბინ ლადენი მობილური ტელეფონით მას შემდეგ არ სარგებლობდა, რაც 1998 წელს, ამერიკელებმა სატელეფონო ზარის მიხედვით, სუდანსა და ავღანეთში მისი ბაზები დაბომბეს. ხალიდ შეიხ მუჰამედის, აბუ ზუბაიდასა და ალ-ნაშირის მოწოდებული ინფორმაციით, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ბინ ლადენის კურიერის მიგნება მოახერხა. ამ უკანასკნელის მეშვეობით კი მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტზეც გავიდნენ.

ობამამ აგრესიული მეთოდების აკრძალვით, ტერორისტების ცოცხლად აყვანას აზრი დაუკარგა. ალ-ყაიდასა და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების გამოცდილი წევრები დამკითხველების ზრდილობიანობას არ აფასებენ. როგორც ამერიკულ ჟურნალ National Review-ს რედაქტორმა რიჩ ლოურიმ აღნიშნა, ამერიკის ანტიტერორისტული პოლიტიკის მიზანი ტერორისტების ლიკვიდაცია, მათი დაკითხვის თავიდან ასაცილებლად გახდა. მეორე მხრივ, ობამამ დაივიწყა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური გამარჯვება – ოსამა ბინ ლადენის განადგურება – სწორედ აგრესიული დაკითხვის მეთოდებმა გახადა შესაძლებელი.

დაკავებული 
აბდ ალ-რაჰიმ ალ-ნაშირი
ფოტო: REUTERS
ტერორისტების უფლებები განსჯის საგანს წარმოადგენს. ისინი ითხოვენ, რომ ომის პატიმრებად ჩაითვალონ, რომელთა სტატუსს 1949 წლის ჟენევის კონვენცია განსაზღვრავს. მისი მიხედვით, ხელმომწერი სახელმწიფოს სამხედროები, დატყვევების შემთხვევაში, ვალდებული არიან გასცენ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ინფორმაცია – საკუთარი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და რიგითი ნომერი. მათზე ნებისმიერი სახის ზეწოლა დაუშვებელია.

ალ-ყაიდა კონვენციის ხელმომწერი არ არის. თუმცა საერთაშორისო სამართლის სუბიექტს შეუძლია მოიპოვოს კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებით სარგებლობის უფლება. მაგრამ ეს ამ შემთხვევაში გამორიცხულია – ისინი არ ატარებენ უნიფორმას ან სხვა რაიმე განმასხვავებელ ნიშნებს, ათქვეფილნი არიან მშვიდობიან მოსახლეობაში და ესწრაფვიან არა სამოქალაქოების დაცვას, არამედ მათ განადგურებას. ამას გარდა, ტერორისტები დემოკრატიული ღირებულებებითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით ბოროტად სარგებლობენ. მათ ისინი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც გუანტანამოსკენ მიმავალ ტრანსპორტში ხვდებიან.

გასათვალისწინებელია, რომ ტერორისტების უდიდესი ნაწილი ამერიკის მოქალაქე არ არის და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე აპატიმრებენ. ამერიკის ფარგლებს გარეთ დაკავებული ტერორისტების იურიდიული სტატუსი ისაზღვრება, როგორც დაპირისპირებული მხარის კანონგარეშე მებრძოლი (unlawful enemy combatant). მათ უფლება აქვთ სამხედრო ტრიბუნალზე წარდგენა მოითხოვონ. მრავალი მათგანი ტრიბუნალების შემდეგ გაათავისუფლეს.

ობამამ 
აბუ ზუბაიდა
ფოტო: REUTERS
გაპრეზიდენტებისთანავე განაცხადა, რომ გუანტანამოს ციხეს, რომელიც ადამიანთა წამების სიმბოლოდ იქცა, დახურავდა. გუანტანამოს დაახლოებით 600 პატიმრიდან, ორი მესამედი გაათავისუფლეს. თუმცა საპყრობილე ჯერ კიდევ არსებობს. ამერიკა გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციას 1994 წელს მიუერთდა. ის გაეროს გენერალურმა ასამბლეამ (ორგანომ, რომელიც მრავალ ავტორიტარულ, არადემოკრატიულ ქვეყანას აერთიანებს) 1984 წელს მიიღო. ბუნებრივია, ორ ათწლეულზე ადრინდელი დოკუმენტი არ ასახავს თანამედროვე გლობალური პოლიტიკის რეალობებს, რომელშიც (მასობრივი განადგურების იარაღით აღჭურვილ) ტერორისტულ ორგანიზაციებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. კონვენცია ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებლად მიიჩნევს წამების გამოყენებას. უნდა აღინიშნოს, რომ წამება რთული განსასაზღვრია – განსხვავებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური მონაცემების ადამიანებისათვის, შესაძლოა, სხვადასხვა ქმედებებს ნიშნავდეს.

ობამასთვის, გუანტანამოს ციხის დახურვით, მემარცხენეთა პოლიტიკური ფლანგისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების სიამოვნების ცდუნება დიდია. თუმცა მისი ამ დრომდე არსებობა იმაზე მიანიშნებს, რომ პრეზიდენტს გაცნობიერებული აქვს საპატიმროს არსებობის მნიშვნელობა. მისი დახურვით ამერიკის უსაფრთხოება დამატებითი რისკის ქვეშ დადგება. 28 აპრილს, ობამამ დევიდ პეტრეუსი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პოსტზე წარადგინა. გენერლის ბოლო განცხადება კი ცხადყოფს, რომ ამერიკა მზად არ არის, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების ფასად, ტერორისტთა უფლებები დაიცვას.

კომენტარები