ქართული კალათბურთი ევროპაში ბრუნდება

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართული გუნდები საკალათბურთო ევროპას უბრუნდებიან. თუკი აქამდე ერთი გუნდის გამოსვლაც სანატრელი გვქონდა, წელს უკვე ორი ითამაშებს - ევროჩელენჯის გათამაშებაში საქართველოს ჩემპიონი არმია და მეოთხეადგილოსანი სოხუმი ჩაებმებიან. ევროპული საკალათბურთო სამყაროს მმართველმა, ფიბაევროპამ, უკვე გამოაქვეყნა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ევროჩელენჯზე ითამაშებენ. კენჭისყრა 7 ივლისს ბარსელონაში ჩატარდება. სულ ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი გამოდის.

ფიბაევროპამ 19 გუნდი უკვე განთესა და ისინი პირდაპირ ჯგუფში მოხვდებიან. მათ შორისაა ქართული არმიაც. ამათ დაემატება ის რვა გუნდი, რომლებიც ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდება და საერთო ჯამში 27 შეგროვდება. დარჩება კიდევ ხუთი ადგილი, რომლისთვისაც 10 გუნდი იასპარეზებს - მათ შორის სოხუმიც.

32 მონაწილის გარკვევის შემდეგ გუნდები რვა ოთხგუნდა ჯგუფში გადანაწილდებიან. თითოეულიდან ორი საუკეთესო ტოპ-16-ში გადის. ამ ეტაპზე უკვე ოთხი ოთხგუნდა ჯგუფი შედგება და პირველადგილოსნები ოთხთა ფინალში გადავლენ.

ჯგუფური ეტაპის უკვე გარკვეული 19 მონაწილე: არმია (საქართველო), ოსტენდე (ბელგია), ანტვერპენი (ბელგია), კერავნოსი (კვიპროსი), გოვერლა (უკრაინა), ხიმკი (უკრაინა), ნიჟნი-ნოვგოროდი (რუსეთი), თურქ-ტელეკომი (თურქეთი), ერდინე (თურქეთი), გოტინგენი (გერმანია), ტელეკომი (გერმანია), ელდენბურგი (გერმანია), ნიტრა (სლოვაკეთი), რუანი (საფრანგეთი), პარდუბიცე (ჩეხეთი), კლუჟი (რუმინეთი), ლეიდენი (ჰოლანდია), ფუენლაბრადა (ესპანეთი)

საკვალიფიკაციო რაუნდის 10 მონაწილე: სოხუმი (საქართველო), მინსკ 2006 (ბელორუსი), ატომერომუ (უნგრეთი), შოლნოკი (უნგრეთი), ტრაისკირხენი (გერმანია), ტამპერე (ფინეთი), სპარტაკ-პრიმორიე (რუსეთი),  ენისეი  (რუსეთი),  კრასნიე კრილია  (რუსეთი),  ტრიუმფი  (რუსეთი),  

კომენტარები