ბადრი ბიწაძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბადრი ბიწაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თხოვნით,  დაახლოებით  ორი კვირის თავზე მას შემდეგ  მიმართა, რაც ბადრი ბიწაძემ გირაოს თანხის გადახდაზე უარი თქვა. სასაზღვრო პოლიციის ყოფილ შეფს გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ბადრი ბიწაძე 26 მაისს პარლამენტთნ მიმდინარე შეკრების დაშლის შემდეგ მალვაშია. მისი ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცველების ინფორმაციით მან საქართველო დატოვა.

რამდენიმე ხნის წინ პრესით გავრცელდა გუბაზ სანიკიძის მონათხრობი იმის
შესახებ, რომ 26 გამთენიისას მან ბიწაძეს ქვემო ქართლსი ტყესი მიაგნო და მისვე თხოვნით ბოლნისში დატოვა. გუბაზ სანიკიძის თქმით, ბიწაძემ მას უთხრა, რომ 26 მაისს პარლამენტის ტერიტორია მეგობრებთან ერტად დატოვა, თუმცა გზაში ის სამართალდამცველებმა გააჩერეს, მისი მანქანა და მეგობრები წაიყვანეს და თავად ტყეში დატოვეს.

ბადრი ბიწაძის მეუღლემ სახალხო კრების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, თავიდანვე განაცხადა, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ აპირებდა. მან ასევე უარყო ბადრი ბიწაძის მიმართ წაყენებული ბრალდებები, რომელიც მისი თქმით, იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ხელისუფლება უშუალოდ მის წინააღმდეგ აწარმოებს.

კომენტარები