დაარსებიდან (1957 წელი) დღემდე ევროკავშირი ხუთ ეტაპად გაფართოვდა. ზოგადად, ევროპული გაფართოების პოლიტიკა წარმატებულ პროცესად განიხილებოდა. თუმცა, 2007 წლის რაუნდის შემდეგ, ამ პოლიტიკის უდავო დადებითი შეფასება ერთგვარმა სკეპტიციზმმა შეცვალა. ევროკავშირის ინსტიტუტების და წევრი ქვეყნების კრიტიკული დისკუსიის მთავარი თემა ე. წ. გაფართოებით გადაღლილობა გახდა, რამაც საზოგადოებრივ აზრზეც დიდი გავლენა იქონია. ის მოთამაშეებიც კი, რომლებიც ენთუზიაზმით ემხრობოდნენ ინტეგრაციას, სულ უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ საკუთარი პოზიციის გამოხატვისას.
ევროპის კვირეულის ფარგლებში, მაისის ბოლოს საქართველოს ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსანი – გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, გიუნტერ ვერჰოიგენი ესტუმრა. ტაბულა მას სწორედ გაფართოების პოლიტიკასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ესაუბრა.
თქვენ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ბრძანდებოდით, რომლის დროსაც, ევროკავშირში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 12 ახალი სახელმწიფო გაწევრიანდა. როდის უნდა ველოდოთ გაფართოების მომდევნო რაუნდს?
საქართველო, როგორც ევროპის პერიფერიაზე მყოფი სახელმწიფო, ნამდვილად არახელსაყრელ პოზიციაშია. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მას კარგად არ იცნობენ. ბევრს იგი არასტაბილურ ადგილად მიაჩნია, რომელსაც არ უნდა შეეხო. თუმცა, როგორც ვნახეთ, ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ამას აღიარება სჭირდება.
ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ასოცირების ხელშეკრულებაზე და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებაა. მიკვირს, რომ ეს პროცესი შეიცვალა. ევროპელმა ლიდერებმა აბსოლუტურად უნდა ცხადყონ და მკაფიო პოლიტიკური მითითებები გასცენ, რომ მათ ამ მოლაპარაკებების დასრულება რაც შეიძლება მალე, უახლოეს მომავალში სურთ. ხელშეკრულებების გაფორმებით საქართველო მისი სასურველი შედეგისკენ – ევროკავშირის სრული წევრობისკენ – დაიძრება. თუმცა, აუცილებელია, იცოდეთ, რომ ევროკავშირის მხრიდან საკმარისი მზაობა არ არის. ამ ვითარების შესაცვლელად, ევროპელი ლიდერების მხარდაჭერაა საჭირო, როგორც ეს 2004-2007 წლების გაფართოებისას მოხდა.
ცვლილებები ახსენეთ – რა არის ამის მიზეზი?
ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ევროკავშირი გაორებულია: ერთი მხრივ, ევროპელი ლიდერები საჯაროდ აცხადებენ, რომ აუცილებელია ინტეგრაციის შენარჩუნება და მისი გაღრმავება, რადგან ტრადიციული, ევროპული ერი სახელმწიფო არ არის საკმარისად ძლიერი, რომ გადარჩეს 21-ე საუკუნეში და კონკურენცია გაუწიოს მზარდ ეკონომიკებს. ის პოლიტიკურად მნიშვნელოვან როლს ვერ ითამაშებს. მეორე მხრივ, ისინი არასდროს უკვირდებიან ასეთი განცხადებების შედეგებს – თუ ევროკავშირის ქვეყნებსაც კი არ შეუძლიათ, საკუთარი ინტერესების ინდივიდუალური დაცვა, როგორ უნდა გააკეთოს ეს ისეთმა პატარა სახელმწიფომ, როგორიც საქართველოა? პრეზიდენტი ბაროზო ამბობს, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ერთად, ინდივიდუალურად წარუმატებლები ვიქნებით. ეს სიმართლეა. თუმცა იდეა საქართველოს მსგავს პატარა ქვეყენებსაც უნდა მოიცავდეს, რადგანაც სწორედ ესაა ევროპული იდენტურობის და სოლიდარობის სულისკვეთება და ევროპული თავდაცვის ხვალინდელი დღე.

რთული სათქმელია. გაფართოების ახალი რაუნდი დღის წესრიგში არ დგას. თურქეთთან მოლაპარაკებებში პროგრესი არ იგრძნობა. ხორვატიასთან, შედარებით იოლი მოლაპარაკებებიც კი, ჩიხშია შესული. ევროკავშირის სამომავლო გაფართოების პროცესი საგრძნობლად შენელებულია. აშკარაა, რომ ის ძლიერი იმპულსი, რომელიც ჩვენ 90-იანი წლების ბოლოს გამოვიყენეთ, დაკარგულია.
დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ევროკავშირი მიხვდება, რომ 21-ე საუკუნეში ევროპა პოლიტიკურად ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი უნდა იყოს. იმდენად ერთიანი და იმდენად ძლიერი, რომ მან კონკურენცია გაუწიოს ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრებს. არ მგონია, ამის განხორციელება ევროკავშირის პერიფერიაზე მყოფი სახელმწიფოების გარეშე იყოს შესაძლებელი.
რა სტადიაზე იმყოფება საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით?
ამ მომენტისთვის საქართველოს ჩვენს მეზობლად განვიხილავთ. თუმცა, ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებისა და მისი ხელშეკრულების სულისკვეთების საწინააღმდეგო იქნება, ვუთხრათ ევროპულ ერს, რომ ის ვერასდროს იქნება ევროპული ინტეგრაციის ნაწილი. ხელშეკრულება გარკვევით ამბობს, რომ ევროპელ ხალხს, რომელთაც აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, შეუძლიათ ასეთი განაცხადი გააკეთონ. რა თქმა უნდა, ამისათვის სათანადო პირობებია საჭიროა. ამასთან, შესაბამისი იმპულსიც უნდა იგრძნობოდეს. ყველა ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი, ამგვარი პერსპექტივა აქვს. თუმცა, ვერ გეტყვით, თუ როდის მოხდება ეს.
საქართველო, როგორც ევროპის პერიფერიაზე მყოფი სახელმწიფო, ნამდვილად არახელსაყრელ პოზიციაშია. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მას კარგად არ იცნობენ. ბევრს იგი არასტაბილურ ადგილად მიაჩნია, რომელსაც არ უნდა შეეხო. თუმცა, როგორც ვნახეთ, ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ამას აღიარება სჭირდება.
ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ასოცირების ხელშეკრულებაზე და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებაა. მიკვირს, რომ ეს პროცესი შეიცვალა. ევროპელმა ლიდერებმა აბსოლუტურად უნდა ცხადყონ და მკაფიო პოლიტიკური მითითებები გასცენ, რომ მათ ამ მოლაპარაკებების დასრულება რაც შეიძლება მალე, უახლოეს მომავალში სურთ. ხელშეკრულებების გაფორმებით საქართველო მისი სასურველი შედეგისკენ – ევროკავშირის სრული წევრობისკენ – დაიძრება. თუმცა, აუცილებელია, იცოდეთ, რომ ევროკავშირის მხრიდან საკმარისი მზაობა არ არის. ამ ვითარების შესაცვლელად, ევროპელი ლიდერების მხარდაჭერაა საჭირო, როგორც ეს 2004-2007 წლების გაფართოებისას მოხდა.
ცვლილებები ახსენეთ – რა არის ამის მიზეზი?
მიზეზია ბევრია. ევროკავშირი ჯერ კიდევ ებრძვის ყველაზე სერიოზული ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შედეგებს. ამას დიდი პოლიტიკური ენერგია და დრო მიაქვს. მეორე ისაა, რომ ევროპის რიგ დედაქალაქებში – 2004 და 2007 წლის გაფართოებები – ერთგვარ განტევების ვაცად გამოჰყავთ, სწორედ მათ აბრალებენ ყველაფერს, რაც ცუდად წარიმართა. ისინი არ ეუბნებიან მოსახლეობას, რომ სინამდვილეში გაფართოება უდიდესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიღწევა იყო. მესამე მიზეზი ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში მზარდი პოპულიზმია, ქსენოფობიური ელემენტებით.
ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ევროკავშირი გაორებულია: ერთი მხრივ, ევროპელი ლიდერები საჯაროდ აცხადებენ, რომ აუცილებელია ინტეგრაციის შენარჩუნება და მისი გაღრმავება, რადგან ტრადიციული, ევროპული ერი სახელმწიფო არ არის საკმარისად ძლიერი, რომ გადარჩეს 21-ე საუკუნეში და კონკურენცია გაუწიოს მზარდ ეკონომიკებს. ის პოლიტიკურად მნიშვნელოვან როლს ვერ ითამაშებს. მეორე მხრივ, ისინი არასდროს უკვირდებიან ასეთი განცხადებების შედეგებს – თუ ევროკავშირის ქვეყნებსაც კი არ შეუძლიათ, საკუთარი ინტერესების ინდივიდუალური დაცვა, როგორ უნდა გააკეთოს ეს ისეთმა პატარა სახელმწიფომ, როგორიც საქართველოა? პრეზიდენტი ბაროზო ამბობს, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ერთად, ინდივიდუალურად წარუმატებლები ვიქნებით. ეს სიმართლეა. თუმცა იდეა საქართველოს მსგავს პატარა ქვეყენებსაც უნდა მოიცავდეს, რადგანაც სწორედ ესაა ევროპული იდენტურობის და სოლიდარობის სულისკვეთება და ევროპული თავდაცვის ხვალინდელი დღე.
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი რუსეთთან ურთიერთობებია. ქვეყნის ტერიტორიის ერთი მესამედი კვლავაც ოკუპირებულია. ამ კონტექსტში, ევროპული პოლიტიკის თანმიმდევრულ ხასიათზე რომ ვიმსჯელოთ: მაგალითად, პრეზიდენტ სარკოზის ექვსპუნქტიანი შეთანხმება კვლავ შეუსრულებელია. ეს დოკუმენტი უკვე დაავიწყდა ევროპას?
ეს ძალზე რთული საკითხია. როგორც იცით, რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და როდესაც მასთან ვსაუბრობთ, ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხები, ასევე ის, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი სამეზობლოში. ევროკავშირი მკაცრად იცავს ტერიტორიული მთლიანობისა და სრული სუვერენიტეტის პრინციპებს. ჩვენ ამ ფასეულობებს ვიცავთ ჩვენთვის და სხვებისთვის. თუმცა, ღირებულებების სხვებისთვის თავზე მოხვევა არ შეგვიძლია.
ბევრი საუბრობს სხვადასხვა მიდგომაზე „ძველ ევროპასა” და „ახალ ევროპას” შორის, როდესაც საკითხი რუსეთს ეხება. როგორ განმარტავთ ამას?
მქონდა მოლოდინი, რომ 2004-2007 წლების გაფართოებები, 2 მნიშვნელოვან სფეროს შეეხებოდა: შეიცვლებოდა ევროპული პოლიტიკა რუსეთთან – გახდებოდა უფრო რეალისტური; და ასევე შეიცვლებოდა ჩვენი პოლიტიკა შეერთებულ შტატებთან – განმტკიცდებოდა ტრადიციული კავშირები ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. ვერ ვიტყვი, რომ ეს გამოწვევები დაძლეულია. ჯერ კიდევ ველოდები, რომ ახალი წევრი ქვეყნები უფრო თვალსაჩინო როლს ითამაშებენ საგარეო პოლიტიკაში და ამ კუთხით ბევრს შეცვლიან.